იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. რის შემდეგ "მოქალაქეების" ლიდერი  პარლკამენტის შენობიდან გავიდა და პოლიციელებთან მივიდა

"ეს კანონი ტ...ში უნდა გავუკეთოთ, აბა ქუდზე კაცი და უნდა გავყაროთ, ეს ძონძები ესენი. ბიძინები და მიშები მიდიან და მოდიან. მიშა, რომ გგრგვინავდა კი იცით ახლა სად არის. ესეც ასე დაამთავრებს და ნუ გადაეფარებით ბოლომდე". - ასე მიმართა მდინარაძესთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ალეკო ელისაშვილი პარლამენტის შენობასთან მდგარ პოლიციელებს. 

დეპუტატმა ელისაშვილმა მედიასთან კი ასე განაცხადა:

"ბოდიში მარა სულ თავში მირტყეს იმ შობელ ძაღლებმა. მე ოცნების ხალხთან ხომ იცით რამდენი გავლანძღულვარ, ფული აიღე, შმული აიღე. 

მაშინ ის გავბედე, რაც ვერავინ გაბედა ოპოზიციიდან, ყველას რომ უნდოდა და ერთი ადგილი არ ჰქონდა. ერთი კაპიკი ცხოვრებაში არ ამიღია. მე ვარ მართალი ჩემ საქართველოსთან. სულ ვცდილობდი რომ მეთანამშრომლა, სულ ვცდილობდი რომ ადამიანურად მელაპარაკა. 

რუსეთში მიგვათრევენ, ხალხნო! ქოცი, ნაცი, ელისაშვილი , არ აქვს მნიშვნელობა... რუსეთში მიგვათრევენ ულაპარაკოდ. ამას წყალი არ გაუვა...

სამი საათია ბლუყუნებს, უბრალოდ შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ და თეთრზე რომ ეუბნები თეთრს, გეუბნება მწვანეაო. 

ახლა სახლში დაჯდომის დრო არ არის.  ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა გავყაროთ! თავის რუსის კანონიანად! ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ! 

რუსის აგენტია ნომრიანი და მე კიდევ მთელო ცხოვრება მეზიზღება მექრთამეები და რუსეთის მხარდამჭერები. გავილახე, მეტად გ ავილახები, არა უშავს, საქართველოს ენაცვალოს ჩემი ჯანმრთელობა" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

შეგახსენებთ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

იმ დროს, როდესაც საკითხზე მომხსენებელი, მამუკა მდინარაძე ტრიბუნასთან იდგა, მასთან დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 განიხილავის გამო, დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე

საკომიტეტო მოსმენის პარალელურად პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია - "არა რუსულ კანონს!" მიმდინარეობს. 

შეგახსენებთ,  საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ