გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის თაობაზე გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო თარიღი, 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შოლცის თქმით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ წევრობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს.

„აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი, ეკონომიკური რეფორმები, მაგრამ, პირველ რიგში, ასევე სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არა მხოლოდ მთავრობის სურვილია, არამედ გახლავთ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი სურვილი, იმ მოსახლეობის, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პროცესის დაჩქარებას. ამიტომაც, ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპული ფასეულობებისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირს და ევროპასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ვითარებაში პრობლემებზეც არის საუბარი. ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ამ კანონს ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ")და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

მედიის კითხვას, თქვენ ისაუბრეთ გამჭვირვალობის კანონზე და იმედი გამოთქვით, რომ ამ ფორმით საქართველო არ მიიღებს კანონს. საქართველოს პრემიერმა თქვა, რომ ევროკომისიასაც აქვს იგივე სახის ინიციატივა ინიციირებული. ვიცით, რომ ევროპაში აქტუალურია ამ სფეროს რეგულაციები, ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული იგივე ან მსგავსი კანონი.

ჩვენთვის საინტერესოა, ამ ფონზე რატომ არიან შეშფოთებული ევროპელი პარტნიორები, თუკი იგივე ან მსგავსი ფორმით არსებული რეგულაციები მოქმედებს ევროპაში და შეერთებულ შტატებში, გერმანიის კანცლერმა ასე უპასუხა.

"„ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ დამყარდეს ტრანსპარანტულობა სხვადასხვა სფეროში, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ არის და დიდი ალბათობით, არც იქნება". 

ცნობისთვის, 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა დააანონსეს, რომ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 15 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“