ამჯერად თხოვნით მოვედი - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. 

"როგორც აღმოჩნდა გირაოდ ჩემი ბინის გამოყენება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან არ ვიცი რას ჩამითვლიან გირაოს პირობების დარღვევად, ამიტომ მჭირდება გირაოს თანხის შეგროვება
ეს არის ჩემი ანგარიშები
TBC - #GE74TB7736636010100003
BOG - #GE71BG0000000203150900
ამ სტატუსშივე ჩავასწორებ, როგორც კი შეგროვდება
წინასწარ მადლობა ყველას 🙏 - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, 2025 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა