საქართველო ნატოს სამიტზე იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„იქნება კონსულტაციები, მთავარია, რომ ქვეყანა იქნება წარმოდგენილი სამიტზე, დანარჩენი დეტალები დაზუსტდება. შემდეგ მოგახსენებთ დეტალებს. ქვეყანა ნატოს სამიტზე იქნება წარმოდგენილი “, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.