საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს პარლამენტში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურებით, საქართველოს დროშებითა და ყელსახვევებით მივიდნენ.

პარლამენტის პლენარული სხდომა, ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნად, სიმღერის „გაიღიმე“ (ზღაპრის ბოლო კეთილია) და აპლოდისმენტების ფონზე გაიხსნა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.