“ქართული ოცნების”  გასაჭირი ჭეშმარიტად  “დარისპანის გასაჭირის” ავტორის კალმის ღირსია. დღეს ხელახლა უნდა ვუყაროთ კენჭი სასამართლო კლანის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. საჭირო 50 კაცი ვართ. გუშინ ქოცებად წოდებულებმა რეგისტრაცია სპეციალურად არ გაიარეს და კენჭისყრა ვერ შედგა. საინტერესოა, რას მოიფიქრებენ დღეს. - ამის შესახებ მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. 


ნამდვილად ტრაგიკომიკური ვითარებაა. გული კი მიკვდება მათი ტანჯვის შემყურეს. რა ვქნა, ჰუმანური ადამიანი ვარ თანაგრძნობის ჩვევებით, მაგრამ საქმე რომ თავისას მოითხოვს? დღესაც უნდა ვუყურო მათ ტანჯვას.😀
ახლა მათი ოცნებაა ერთი მაგარი ბოიკოტი ვხიოთ, მაგრამ ვერ მივართვით, გავიზარდეთ. 
როცა კაცს 6 მილიარდი გაქვს, ცოტა უფრო გულუხვი უნდა იყო. მილიონიო თითო კაცზეო. ასე ცოტა უღირს სასამართლო კლანის დამშვიდება, რომელზეც დგას მისი ადამიანური და არაადამიანური მომავალი? ათი მილიონი მაინც ეთქვა, დაფიქრდებოდა კაცი, ჰო და ახლა ამათ იფიქრონ, რა წყალში ჩავარდნენ, რა იღონონ დღეს. 
წავედი ახლა მე პარლამენტში.😀 - წერს რომან გოცირიძე. 

ცნობისთვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის კვორუმი არ შედგა