საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა  კონფერენცია, სადაც  საპროკურორო საბჭოს ახალი სამი პროკურორი წევრი აირჩიეს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ გახსნა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა ყოფილ წევრებს გაწეული საქმიანობისთვის და წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა.

„საპროკურორო საბჭოს არსებობამ პროკურატურას კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება შესძინა, როგორიცაა გადაწყვეტილების გუნდურად მიღების კულტურა და უმრავლესობის ნების აღსრულება. კანდიდატებს მინდა მადლობა გადავუხადო დამატებითი პასუხისმგებლობის აღების მზადყოფნისთვის. თქვენი, როგორც საბჭოს წევრის სამომავლო გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს არა მარტო პროკურატურის თანამშრომლების მომავალზე, არამედ ზოგადად სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და ქვეყნის მომავალზე“ -განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ ლონდა ბიჭიკაშვილმა საპროკურორო საბჭოს ყოფილი წევრების საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ემსახურებოდა პროკურატურის განვითარებას, კოლეგების უფლებების დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვას და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას