ჩააგდეს დროებითი საგამოძიებო კომისია - ასეთი შეშინებული "ქართული ოცნება" იშვიათად კომიკური სანახავი იყო - ამის შესახებ ენმ-ის ყოფილი წევრი, პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ჩააგდეს დროებითი საგამოძიებო კომისია.
ასეთი შეშინებული “ქართული ოცნება” იშვიათად კომიკური სანახავი იყო.
ციყვები გვეგონა და მთლად კურდღლები ყოფილან! ბოდიში ამ საყვარელ ცხოველებთან!“- წერს რომან გოცირიძე.
ცნობისათვის, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის კვორუმი არ შედგა.