GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

ანა ბუჩუკური: რა გეგმა აქვთ ბოიკოტის შემდეგ? ერთადერთი, რაც მათგან მოვისმინეთ გეგმის სახით არის ე.წ სატელეფონო არჩევნები - ეს არ არის სერიოზული, საერთოდ რა წარმოდგენა აქვს ამ ხალხს საკუთარ ამომრჩეველზე და პროტესტზე?!

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა არის რიტორიკული, ეს თავად მელიამ და ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოზიცია არის ძალიან მარტივი და ხაზგასმით ვიმეორებ - ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, მათ შორის, მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. თუ გადავწყვეტთ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ამას გაიგებთ ღიად ჩვენგან, ისევე ღიად, როგორც ამდენი ხანია ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის. - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს. 

10:06 • 20 მაისი, 2025

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

12:36 • 7 ოქტომბერი, 2023

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

10:47 • 5 ოქტომბერი, 2023

სოცმედია

Euronews: საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს ტირანას სამიტზე ესაუბრა, რაც ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობაზე მეტყველებს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების  სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი საუბრები გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გალღობაზე მიუთითებს.

6:17 • 17 მაისი, 2025

სხვა სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა

ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი - „ვულოცავ საქართველოს და მინისტრს - არა მხოლოდ ეფექტური პოლიტიკის შექმნას, არამედ ამ პოლიტიკის რეალურ ქმედებებად გარდაქმნას“

9:17 • 20 მაისი, 2025

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ბრატისლავაში გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს სლოვაკი კოლეგა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი დანიელ ზმეკო მასპინძლობს.

8:44 • 20 მაისი, 2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 24 თებერვალს დიდთოვლობით გამოწვეული ნგრევის შედეგად გარდაცვლილი პირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცემა.

7:57 • 20 მაისი, 2025