გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2 სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მახალაკიძეებსა და ჭვანაში, 2 კი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღაში დალუქეს.

მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობებში ჰქონდათ დამონტაჟებული.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი სახერხი საამქროების მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლისა და მურყანის (თხმელა) სახეობის, ჯამში,  38 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.