ირანელ რეპერს, რომელიც  ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, განაცხადა მისმა ადვოკატმა.

ტოომაჯ სალეჰიმ თავის სიმღერებში მხარი დაუჭირა საპროტესტო აქციებს 2022 წელს, რომელიც ატყდა მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. 

პროტესტი კი სავარაუდოდ "არასათანადო" ჰიჯაბის  ჩაცმისთვის დაპატიმრებული ქალის გარდაცვალებას მოყა.

სალეჰის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ამირ რაესიანმა თქვა, რომ რეპერი სასიკვდილო განაჩენის გამოცემას გაასაჩივრებს.

ირანის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

ბ-ნი სალეჰი პირველად 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს, მას შემდეგ რაც საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებები გააკეთა და მას ბრალი წაუყენეს მრავალრიცხოვან დანაშაულებში.

მას 2023 წლის ივლისში მიესაჯა ექვსი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამო სასიკვდილო განაჩენი თავიდან აიცილა.

მაგრამ იანვარში ისპაჰანის რევოლუციურმა სასამართლომ ბ-ნი სალეჰი დაადანაშაულა ახალ ბრალდებებში, გარდა იმ ბრალდებებისა, რომლებშიც იგი ადრე გაამართლეს, თქვა მისმა ადვოკატმა.

ბ-ნ სალეჰის აქვს 20 დღე, რათა გაასაჩივროს გადაწყვეტილება.

2022 წლის საპროტესტო აქციებამდე, ჩბ-ნი სალეჰის აეკრძალა კონცერტებზე გამოსვლა.

თავისი სიმღერებითა და ლექსებით მან თამამად გააკრიტიკა ირანის ხელმძღვანელობა მათი კორუფციისა და განსხვავებული აზრის დარბევის გამო.

2023 წელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს გირაოს სანაცვლოდ იმავე წლის ნოემბერში, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ხელახლა დააკავეს „ყალბი პრეტენზიების მტკიცებულების გარეშე“ გაზიარების ბრალდებით.

ბოლო დროს ირანის პოლიციამ გააძლიერა ქუჩებში ყოფნა ქალების ისლამისტური ჩაცმულობის წესების აღსასრულებლად.

ისლამური რევოლუციური სასამართლოს განაჩენი, როგორც ჩანს, არის გათვლილი გზავნილი, რომელიც მიუთითებს რეჟიმის სიძლიერესა და გადაწყვეტილებაზე, ჩაახშო ნებისმიერი ფორმის განსხვავებული აზრი. - ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.