თბილისის საკრებულოს სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების ფარგლებში, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დეტალები განმარტა და ოპოზიცია მოსახლეობის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

„იმდენ ტყუილს, შეურაცხყოფას ვიღებთ, რომ უკვე შეუძლებელია ამდენი ტყუილის მოსმენა. ჩვენმა ოპოზიციონერებმა კოლეგამ ათიათასობით ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენა, ხახვზე და კარტოფილზე გაყიდული უწოდა, თურმე ეს ოპოზიციის წარმომადგენლებს პრობლემას არ უქმნის, წარბიც არ უტოკდებათ“,- განაცხადა გორდულაძემ.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ კანონპროექტის დეტალები და სხვა ქვეყნების კანონმდებლობებთან მსგავსებები და განსხვავებები განმარტა.

„გავაგებინოთ ჩვენს საზოგადოებას რა მსგავსება და განსხვავება არის ამა თუ იმ კანონმდებლობაში, რომელიც ახლა არსებობს ან შემდეგში იქნება მიღებული. რეესტრში რეგისტრაცია აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში, საქართველოში, ყველგან სავალდებულოა. დეკლარაციის შევსება, გამჭვირვალობა აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში, საქართველოში სავალდებულოა. ვისზე ვრცელდება ეს? ვრცელდება თუ არა ნებისმიერ პირზე? აშშ-ში, ევროკავშირში, საფრანგეთში დიახ, ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. მხოლოდ საქართველოში ვრცელდება იურიდიულ პირებზე და არა ფიზიკურ პირებზე. უცხოური ძალა მოიცავს თუ არა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, დიახ მოიცავს.

რა არის ყველაზე საინტერესო, რა პასუხისმგებლობებია ხომ გვაინტერესებს? აშშ-ში  ჯარიმა და 5-წლამდე პატიმრობა, რუსეთში 6 წლამდე პატიმრობა, ევროკავშირი არ მოიცავს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, მაგრამ იურიდიული პირი წლიური ბრუნვის ერთი პროცენტით ჯარიმდება, ხოლო ფიზიკური პირისთვის 1000 ევროა ჯარიმა. საფრანგეთი -  3-იდან 5-წლამდე პატიმრობა, საქართველო - სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს და მხოლოდ 25 ათას ლარიანი ჯარიმაა. ხშირად საუბრობენ, რომ ეს კანონი ორგანიზაციების საქმიანობას შეაჩერებს. კანონი გვეუბნება ერთ მარტივ რამეს, მითხარი საიდან ჩაირიცხა თანხა, რისთვის ჩაირიცხა, რას მოახმარე და რამდენი მოახმარე. თუ ამ იურიდიული პირების საქმიანობა არის კეთილსინდისიერი, თუ მათი მიზანი არის კეთილშობილური, შესაბამისად თანხებიც ჩაირიცხება.

გასულ წელს გავიწვიეთ ეს კანონი, რადგან შეიძლებოდა არაჯანსაღი მოვლენები განვითარებული და დავიცავით მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობის უფლება. მაგრამ საინტერესო არის ამის შემდეგ რა ხდებოდა. თითოეული დონორი, თითოეული არასამთავრობო ორგანიზაცია და განსაკუთრებით ის შვიდი ოდიოზური ორგანიზაცია დებდა პირობას, რომ მათი ფინანსები იქნებოდა გამჭვირვალე და საიტზე დაიდებოდა. ეს კიდევ ერთი ტყუილია. ამ ორგანიზაციების საიტებზე იდება მხოლოდ ის ნაწილი, რის დადებაც სურთ, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ  ნაწილი და ამ ანგარიშების გადამოწმების მექანიზმებიც არ არსებობს. მაგალითად ერთ-ერთ ტელევიზიას, „ნაციონალური მოძრაობის“ არხს, რომელსაც ნიკა გვარამია უწოდებს პარტიულ ტელევიზიას თუ სატელევიზიო პარტიას, ჩაერიცხა კონკრეტული თანხა ყოველგვარი მიზნობრიობის გარეშე. ასეთი არაერთი მაგალითია“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დასძინა, რომ ტყუილია ოპოზიციის ნარატივიც.

„ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ოპოზიციის ცრუ ნარატივი, თითქოს ერთ მხარეს არის ევროპა,  გამჭვირვალობა  და სააკაშვილი, ხოლო მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ამ ტყუილს არ მიიღებს ქართული საზოგადოება“,- დასძინა არჩილ გორდულაძე.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.