ფოთში, საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ,,ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია ,,ახალის" წევრებმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი გააპროტესტეს.

 სხდომაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. ოპოზიციის თქმით 29-ში დაგეგმილ აქციაზე საჯარო მოხელეებს ხელისუფლება დასწრებას აიძულებს.

მათივე თქმით, დღეს ბიუჯეტის ანგარიში მერს უნდა წარმოედგინა, თუმცა ის საკრებულოს წინაშე არ წარდგა. ხელისუფლება ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

„ვაპროტესტებთ, რა თქმა უნდა, ,,არა რუსულ კანონს“, ამ კანონის მიღებით საქართველოს უკუსვლა მოხდება, ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება და მთელი ჩემი შეგნებული წლები შევალიე ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას და უკეთეს მომავალს და არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ ამას, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს აუცილებლად გავაწვევინებთ უკან ამ კანონს. ყველაზე საშინელება ის არის, რომ გეკითხებიან - წაკითხული გაქვს? წაკითხული, რომ მაქვს იმიტომაც ვაპროტესტებ ამ კანონის მიღებას, უნისონში რომ პუტინთან ერთად მდინარაძე გამოდის და სიტყვასიტყვით რასაც პუტინი ლაპარაკობს, ერთი ერთში ლაპარაკობს მდინარაძე, როდესაც ამბობენ, რომ ეს არ არის რუსული კანონი და გვინდა ევროპა. მთელი ევროპა როცა გიპირისპირდება და გეუბნება არ მიიღოთ ეს კანონი მაშინ რატომ იღებენ? ჩვენ არ გვინდა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. ძალით მიჰყავთ თანამშრომლები აძალებენ და ეუბნებიან, რომ დატოვებ სამსახურს თუ არ წამოხვალ. მე კატეგორიულად ვუთხარი, რომ ნუ აძალებთ იქ წასვლას, ვინაიდან ეს ძალიან ცუდადდ დაუბრუნდებათ მათ. ბიძინას ფულებს ნუ ჩაჰყვებიან საფლავში, რადგან ძალიან ცოტა დრო აქვს ბიძინას დარჩენილი,“- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დარეჯან ცხვიტარიამ.