რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში და როგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია იქნება ერთმნიშვნელოვნად მწვავე და ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია , ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც ან ვერ აკეთებს ან შეიძლება არაფერს არ აკეთებს, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიციირებული და შემდგომ ამას ძალიან კარგად პიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს. - ამის შესახებ პარტია "საქართველოს" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

"მეც მიმუშავია და მსგავსი რეზოლუციები ხშირად ყოფილა ინიციირებული,  მაგრამ საგარეო უწყების მუშაობის შედეგად ეს ყველაფერი ნორმალურ დიპლომატიურ ფორმებში გადასულა. ეს აზიანებს ქვეყანას და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს ეხება, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, შეუძლებელია. მესმის შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ლეგიტიმური უფლება ქართველი ხალხის ეს მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდაგითხრათ, რომ რეზოლუცია არის ძალიან მძიმე საქართველოსთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ეს რეზოლუცია, რას დაწერენ იქ,მაგრამ პირველ რიგში ეს არის მძიმე ხალხისთვის ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, თუ ოცნება არ მუშაობს და ოცნება იყენებს მსგავს რეზოლუციებს თავისი პროპაგანდისტული მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ ხალხს და თითოეულ ევროპარლამენტარს მინდა ვუთხრა აქედან, საქართველოდან ჩვენი სათქმელი, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიშა სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან კიდე ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის. იმიტომ რომ, ეს არის ქართველი ხალხის მიზანი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ არჩევნებამდე გვაქვს დარჩენილი ექვსი თვე  მეგობრებო მოგვეხმარეთ იმაში, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, კონკურენტული და დემოკრატიული, ეს არის დღეს ჩვენი მთავარი მიზანი.

ვინმეს თუ ეგონა ან ჰგონია, რომ დარჩენილ შვიდ თვეში ან ექვს თვეში ცხრაპუნქტიან გეგმას ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება შეასრულებდა, რა თქმა უნდა, ეს ილუზია იყო, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ქართველებმა რიგითმა მოქალაქეებმა ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია. " - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება