"26 მარტს ყველა ქართველისთვის იყო უბედნიერესი დღე, როცა ეროვნული ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და ჩვენ ვხედავდით, როგორ გაერთიანდა მთელი ერი, როგორ ზეიმობდა მთელი ქვეყანა, როგორ ულოცავდნენ ერთმანეთს ქალი, კაცი, მოხუცი, ბავშვი, ყველა. ერთი კვირაც არ აცადეს ადამიანებს ეს ერთობა და ბედნიერება, რომ შეერგოთ . რას ემსახურება ეს რუსული კანონი ? რუსული არის, არ არის, ამას ისტორია განსაზღვრავს, დრო დაარქმევს თავის სახელს"- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

"მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ,ევროპარლამენტარები ,ყველა საგარეო საქმეთა მინისტრი, 27 ქვეყნის ელჩი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყველა ჩვენი მეგობარი, ვისთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას იცავს, ყველა ამბობს, რომ ეს კანონი არ უნდა მივიღოთ.

„ქართული ოცნება“ 12 წელია ხელისუფლებაშია და არც - ერთი ჯაშუში არ გამოუვლენია .ერთი ჯაშუში გამოავლინა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და იმასაც ყველამ ხელი გადააფარა და როცა კახეთში, ლავროვის შვილი დროს ატარებდა თავის მეგობრებთან ერთად, მე დამაკავეთ და 2000 ლარი ჯარიმა დამიწერეთ. მაშინ ჩაწერეთ ამ კანონში ვინ არის საქართველოს მტერი ,განსაზღვრეთ ვისგან მოდის საფრთხე ,რატომ არ წერთ ვისგან მოდის საფრთხე ?

„ქართული ოცნება“ ხშირად ლაპარაკობს იდენტობაზე, ეროვნულობაზე, ქართველობაზე, სტუმარ-მასპინძელი გადააკეთეთ, ვაჟა ფშაველაც გადააკეთეთ, ჩვენო სტუმარ-მასპინძელი ხალხი ვართო, იქ ლავროვის შვილი ქეიფობსო ხომ არ გავაგდებთო ? არ იცოდა ჯოყოლამ თავისი მტერი, რომ იყო თორემ არ შეიყვანდა სახლში, ესეც გადააკეთეთ. ლადო ასათიანის ლექსიც გადააკეთეთ გმირობაზე და თავდადებაზე დაწერილი, მშვიდობაო და ოცნებაო ჩაამატეთ იქ თქვენი სიტყვები, პროპაგანდისტული სიტყვები. არ არის ეს კანონი რუსულიო ამბობთ, მთელ ახალგაზრდობას უპირისპირდებით, ბებიებს შვილიშვილებს უპირისპირებთ,  მშობლებს შვილებს უპირისპირებთ .

ბევრი პარლამენტარის შვილი დავინახე აქციაზე და როგორ არის?! შვილებს დედების და მამების არ სჯერათ?“  - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება