"არ ვიცი, ვის ინტერესშია, ვინ იყენებს ამ განცხადებებს, ისევ რადიკალური ოპოზიცია. გადახედეთ, თუ რაიმე პატარა კრიზისები იყო, ყოველი ასეთი განცხადება შემდგომში გამოყენებული იყო რადიკალური ოპოზიციის მიერ." - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილიმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ეს ხომ მარტივი გასაშიფრია. უბედურება იმაშია რომ, ჩასაფრებული ვართ, რა თქვა რომელიღაც ქვეყნის, ევროპის, ამერიკის წარმომადგენელმა. ასე ვერ განვვითარდებით. უნდა გავაკეთოთ ის, რაც საქართველოს სჭირდება. დღეს ქართველ ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ქვეყანას არ სჭირდება ომი და ნგრევა, რომელიც თქვენს პარტიას უნდა რომ მოიტანოს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

შეგახსენებთ,    საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, დღემდე საპროტესტო აქციებით გრძელდება