რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

„თურქმენეთის მხარეს აინტერესებდა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა. ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის  მეგობრულ ფორმატში შეხვედრების შედეგად ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია, კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან მგალობლიშვილი.