„ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და აყურებინეს საზოგადოებას იმისთვის, რომ უთხრან - თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ. ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს ივანიშვილი და მისი ბანდა, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი.“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

„ცუდი არის ის, რომ პოლიციელების ნაწილს გადააცვეს ზონდერებს ფორმა. ესენი არიან მილიციელები, ხალხის დაცვასთან, კანონის დაცვასთან საერთო არაფერი არ აქვთ ,რაც ვნახეთ ცხადია ძალიან მძიმე იყო ამის ყურება, რუსული რეჟიმის პირობებში ისინი ასე იქცევიან. შესაბამისად, რომ გითხრათ ანზორ ჩუბინიძის პასუხისგების საკითხს დააყენებენ ცხადია მოგატყუებთ. ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და შესაბამისად, ესე უყურებს ამ ქვეყანას ,რომ მას უნდა ემსახურებოდეს ყველა. ამიტომ არ აქვთ განცდა,რომ პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას,პოლიციელი კანონის შესაბამისად უნდა მოიქცეს. ეს ყველა ადამიანი ხომ იდენტიფიცირებულია და ძალიან მძიმე სანახავი იყო, ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთეს და ეს აყურებინეს მათ შორის საზოგადოებას რატომ? იმიტომ, რომ ეუბნებიან პარლამენტის წევრს ასე ვექცევით და თქვენ წარმოგიდგენიათ ,როგორ შეიძლება მოგექცეთ თქვენ? ს

ადმე დაგიმარტოხელებთ ,ეს არის მათი მესიჯი და უნდა ესმოდეს ყველას, რომ შიშით, დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის დაუჩმორებია. ამას ივანიშვილი ვერ მოახერხებს. ბუმერანგივით დაუტრიალდება ის რასაც ყოველდღიურად აკეთებენ.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.  

ცნობისთვის, ომბუდსმენი ალეკო ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს

ალეკო ელისაშვილი: კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ალეკო ელისაშვილი პოლიციელებს დაუპირისპირდა - ის ტერიტორიიდან განარიდეს