„ხალხს შია, ამ დროს ესენი დადიან და უყვებიან კარგად ჩარაზეთ კარები, ემანდ LGBT არ შემოგივარდეთ ოჯახშიო. სუფთა რუსული ტექნოლოგიაა.“ - ამის შესახებ მსჯავრდადებული  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"რუსეთის ხელისუფლება, რომლის დიდი ნაწილი თავად არის ეჭვმიტანილი LGBT თემისთვის კუთვნილებაში, რუსეთის მოსახლეობის ზომბირებაში ამ საკითხს წარმატებით იყენებს. “ვარდების რევოლუციის” წინ ასე აშინებდნენ ხალხს იეჰოვას მოწმეებით. ვინმეს ახსოვს ახლა საერთოდ ეს თემა?

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები რუსებზე უფრო გონიერები არიან და ამრეზის გარდა, ამგვარ სისულელეებზე არანაირი რეაქცია არ ექნებათ.

ჩვენი გამოწვევებია რუსული რეჟიმი და ამ რეჟიმის მიერ გამოწვეული უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უამრავი სხვა უბედურება. “- წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკში",