„ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას აქ და ყველა ჩვენს პარტნიორს ევროპის და ამერიკის მასშტაბით, დაგვიდგეს გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიამ ამის შესახებ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან – რასა იუკნევიჩიანესთან, ანა ფოტიგასთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან და ვიოლა ფონ კრამონთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩვენ წინაშეა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ცვლილებები და ეს ცვლილებები მოიცავს წინადადებებს, რომლებიც საგანგაშოდ ჰგავს რუსეთის საგარეო აგენტების კანონს. სწორედ ამიტომ ვეძახით მას ჩვენ რუსულ კანონს, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კრიტიკული მედიის სტიგმატიზაციას ახდენს. დავამატებდი კიდევ ერთ კანონს, რომელიც არის ახალი საგადასახადო კანონმდებლობა, რომელსაც მე ასევე რუსულ კანონორს ვუწოდებ. ეს კანონი უპირატესობას ანიჭებს რუს ოლიგარქებს, არა მხოლოდ ივანიშვილს, არამედ ყველა მათგანს და ზრდის რუსული კაპიტალის გავლენის ზრდას ჩვენს ქვეყანაში, რაც საქართველოს ფულის გათათრებაში რუსეთის რუხ ზონად აქცევს“, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, როგორც ჩანს საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს, რომელიც შემდეგ ეტაპზე გადასასვლელადაა საჭირო.

„ამ ანტიდემოკრატიული ზომების საპასუხოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ევროკავშირის წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა დაიჭირონ მკაცრი პოზიცია. ჩვენ ვაფასებთ, ევროპარლამენტარების და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას. მოვუწოდებთ, უფრო გადამწყვეტი მოქმედებებისკენ, მკაცრი პერსონალური ზომების ჩათვლით, მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესს. საჭიროა გაძლიერებული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული მოძრაობებისა და ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. მომავალი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ისტორიული პერსპექტივითაც. ჩვენ მოვუწოდებთ ფართო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, დააკვირდნენ ამ არჩევნებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა. ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა ამ კრიტიკულ მომენტში აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული გზის დასაცავად. უნდა აღინიშნოს, რომ რუსული კანონის მიღება ეფექტურად გააუქმებს იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებსაც არ სურთ, დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად, რაც თავის მხრივ უდავოდ გამოიწვევს შედეგების ლეგიტიმურობის სერიოზულ პრობლემებს“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, საქართველო ახლა კრიტიკულ გზაჯვარედინზეა.

„ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას აქ და ყველა ჩვენს პარტნიორს ევროპის და ამერიკის მასშტაბით, დაგვიდგეს გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის. ახლა, როდესაც აქ ვსაუბრობთ, ყველა ფენისა და პოლიტიკური გემოვნების და წარსულის ქართველები ქუჩებში არიან გამოსულნი და მსვლელობას მართავენ თავისუფლებისთვის. ამ ბრძოლაში მონაწილეობენ ახალგაზრდები და მოხუცები, შრომისმოყვარე მშობლები და მამაცი ახალგაზრდა ლიდერები. ქართველი ხალხი ერთიანია. ქართული პროდასავლური ოპოზიციური პარტიები გაერთიანებულია. ქართული სამოქალაქო საზოგადოება ერთიანია. ქართული კრიტიკული მედია ერთიანია.

ჩვენ უკეთესი საქართველოს იმედი გვაქვს და ბედნიერებას მონდომებით ვეძებთ. როგორც ერთხელ თქვა ჟან მონემ, ჩვენ არც ოპტიმისტები ვართ და არც პესიმისტები, ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი, დავაბრუნოთ საქართველო სწორ გზაზე და დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს, ევროკავშირს, რათა ავაშენოთ თანამედროვე დემოკრატია და უკეთესი მომავალი ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. მთავარი, რაც საქართველოში ხდება ახლა, არის ის, რომ ახალი თაობა ჩვენს გვერდითაა. უფრო სწორად, ჩვენ ვართ ახალი თაობის გვერდით, ამ ადამიანებს წინ მიჰყავთ ქვეყანა, ეს მათი სამშობლოა, მათ ეს იციან. მათ სჭირდებათ ევროპული სამშობლო, მათ სჭირდებათ ევროპა, დემოკრატია. ჩვენ, ქართველები, არც ისე ახალგაზრდები ამ მიზეზით მათ ირგვლივ ვართ გაერთიანებულები, ჩვენ ვუბიძგებთ მათ უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ არ გვინდა რუსეთი. ის არ არის ჩვენი მომავალი, რუსეთი არ არის ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მოვიგებთ 2024 წლის არჩევნებს და შევცვლით სიტუაციას საქართველოში, რისი შედეგიც ევროკავშირის წევრობა იქნება. მე ამის ღრმად მწამს“, – განაცხადა გვარამიამ.

წყარო საზოგადოებრივი მაუწყებელი.