საკითხი მარტივად გადამოწმებად ფაქტებს ეხება. ვიზალიბერალიზაციის უკან წაღებას ოცდაშვიდი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამას საფუძველი სჭირდება რეზოლუცია შეიძლება გახდეს ამ პროცესის სამართლებრივი საფუძველი? არ შეიძლება. რადგან რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და ცხელთავიანების ემოციებზე ზემოქმედების საშუალება. - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოდ დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძე სოციალურ ქსელში. 

"ისმის კითხვა: ოპოზიციაში ყველა შტერია და არავინ არ იცის, რაც ზემოთ მოგახსენეთ? რა თქმა უნდა, არა!. მათ შორის არიან ის ადამიანები ვინც მშვენივრად იციან ამ საკითხის დასმის აბსურდულობა. მათ ისიც იციან, რომ არჩევნებით ვერ მოიგებენ. ამიტომ სჭირდებათ არეულობა და დესტაბილიზაცია. ეს პროცესი ემსახურება მხოლოდ ამას! მე მჯერა საქართველოს მოქალაქეების. არ აჰყვებიან ავანტიურას და არ ჩააგდებენ საფრთხეში ქვეყნის ევროპულ მომავალს. " - წერს ნიკო კახეთელიძე "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება