ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, გაუმჭვირვალობის პირობებში „ენჯეოების“ საქმიანობა აფერხებდა ქვეყნის წინსვლას რევოლუციების მოწყობის მცდელობებით.

 „რეალურად, გაუმჭვირვალობის პირობებში ენჯეოების საქმიანობა სერიოზულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას და შეგახსენებთ, რა იყო მათი საქმიანობის შედეგები - ეს იყო ორი რევოლუციის მცდელობა 2021 წელს და ასევე 2022 წელს, მათ ჰქონდათ რევოლუციის ორი მცდელობა, ასეთი მოვლენები რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას.

2020 წელს მათ გააყალბეს „პივიტი“, გააყალბეს მონაცემები იმაზე, თითქოს 8%-იანი ზედმეტობა იყო, თითქოს გვიან გამოაქვეყნა ცესკომ არჩევნების შედეგები, რაც შემდგომ გამოიყენა ოპოზიციამ, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი სცენარი იმისთვის, რომ მოეწყოთ რევოლუცია 2021 წელს, სცადეს, უნდოდათ რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ 2022 წელს, როცა არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ეს ენჯეოები პირდაპირ ავიდნენ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, ანუ ეს იყო უკვე პირდაპირ, სცენაზე, მათი რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობა. ანუ ორჯერ სცადეს ამ ადამიანებმა, გაუმჭვირვალე ენჯეოებმა რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში. რომ ყოფილიყო მათი დაფინანსება გამჭვირვალე, ბევრად უფრო ნაკლები შანსი იქნებოდა იმისა, რომ ისინი ღიად ჩაერთვებოდნენ რევოლუციურ პროცესებში, რაც რა თქმა უნდა ყოველთვის უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის  განვითარებაზე. გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა,“- აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

ცნობისთვის,   საქართველოს პარლამენტმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება