"ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენა - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.  თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.

"„ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმებითა და მხარდაჭერით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს იმპიჩმენტი მოუწყო და ფაქტობრივად, რეიდერული მოქმედებებით ჩაიგდო ხელში ძალაუფლება.

ქალაქი რუსთავი გახდა მაფიოზური და კლანური მმართველობის ქალაქი, სადაც „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ საერთო ბიზნესს და კორუფციული ინტერესები აქვთ, რასაც მუდმივად ვუშლიდით  და მომავალშიც შევუშლით ხელს. შეგახსენებთ, რომ ამ ორმა პარტიულმა კლანმა, რუსთაველებს ერთობლივად გაუზარდეს გადასახადები, საერთო ბიზნესინტერესებით დაამტკიცეს სამშენებლო დეველოპერული პროექტები და დღეს მათ ბიზნესში პარტნიორული ურთიერთობა უკვე ოფიციალურ პოლიტიკურ კოალიციად გააფორმეს.

„ოცნებამ“ რუსთავის საკრებულოსთან მისულ ჩვენი გუნდის წარმომადგენლებს დაგვახვედრა მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული ადამიანები და სუს-ისგან მართული პროვოკატორები, ხოლო ადგილზე მობილიზებული პოლიცია, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ნაცვლად, დაიმალა, რისი კადრებიც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა. გვინდა თითოეულ კეთილსინდისიერ პოლიციელს, რომლებთან ერთადაც ჩვენს გუნდს ბევრი უმუშავია ამ სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - კრიმინალის წინააღმდეგ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ - ამ ადამიანებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საკუთარი მოვალეობის შესრულების საშუალებას არ აძლევს! გვინდა იცოდეთ, რომ ეს მოცემულობა მალე შეიცვლება, მათ შორის თქვენი მხარდაჭერით!

რუსთავის მსგავსად, „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურთ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება! მათ დაწყებული აქვთ ეს პროცესი და ეს იქნება კიდევ ერთი ღია დადასტურება, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საერთო კოალიციის გასაფორმებლად ემზადებიან, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან და ეს ორი პარტია არჩევნებზე წარსულში უნდა დატოვონ." - განაცხადეს პარტია "საქართველოსთვის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, რუსთავში „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

 მე-10 მოწვევის პარლამენტის "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა:  ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება

 პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების, ჩვენი გუნდის წევრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი

ასევე, დავით კირკიტაძის თქმით, რუსთავში, "ნაცმოძრაობის ფრაქცია" არ იღებს მონაწილეობას საკრებულოს თანამდებობაზე გამოცხადებულ დოღში - მიკვირს, ბექა ლილუაშვილი რატომ ატყუებს ხალხს?