დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე.
დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე.
იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან:
ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის
და ვუთხარი: - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

"რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული.
რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით.
და ამ ქმნის პარალელურად  არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი, რადგან ვიცოდით, რომ ადამიანი არის მთავარი - 
რომ წიგნს ქმნის ადამიანი, რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე, და წიგნს კითხულობს ადამიანი -  და რომ მთავარი არიან თვითონ, ადამიანები - სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი.

და რომ ადამიანი არის არჩევანი და ხანდახან უარჩევნობაც და რომ ცხოვრება გრძელდება და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშმეტკივარი.

P.S. ეს მარო მაყაშვილის ბაღია, რომელიც შვიდი წლის წინ დავაარსეთ, ეს კი ბიბი, რომელიც ერთი წლის შევიფარეთ. სულ ბოლოს მას ვუთხარი ნახვამდის.

ჩემი გეგმათაგან უპირველესი, გარდა შემოქმედებისა, LIB.GE - ს მასშტაბურ საგანმანათლებლო კორპორაციად ქცევაა, პარალელურად განვიხილავ რამდენიმე დიდ შემოთავაზებას კერძო ბიზნესიდან ამავე სფეროსი. დროებით გემშვიდობებით.P.S. თანამშრომლებთან სურათებს შეგნებულად არ ვდებ, სხვა ემოციის ნაწილია." - წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუკში". 

ცნობისთვის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის