GE EN

მთავრობა

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მცდელობა, უცხოურ ლობიზმში დახარჯული თანხის საშუალებით მოახდინონ რევოლუცია ქვეყანაში, ფუჭია - ქართული საზოგადოება ასეთ მარტივ მახეზე არ წამოეგება

„ოპოზიციის მცდელობა, უცხოურ ლობიზმში დახარჯული თანხის საშუალებით მოახდინონ რევოლუცია ქვეყანაში, ფუჭია,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

1714140115

მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის - გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს

„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე იყო - მათი იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა და ის ყველას უნდა გაეზიარებინა.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

1714139668

პრემიერი: ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული - ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

1714139258

ლევან ხაბეიშვილი: "პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე"

„პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.“-  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 28 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

1714138496

გახარია: ვინმეს თუ ჰგონია ჩვენზე უკეთესად შეძლებს “ოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ საპატიო პენსიაში, ძალიან ცდება

შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, როდესაც პრემიერი თავისი ნებით გადადგა მხარდაჭერის პიკში, სხვათა შორის, ყველაზე მაქსიმუმში და, ამასთან ერთად, დარჩა ისევ პოლიტიკაში, მოითმინა, რასაც ეს პატარა მშიშარა ბიჭები, ივანიშვილის მიერ გაგულიანებულები, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ?! ამას რატომ ვაკეთებ იცით? მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული ის შეცდომებიც და ის ვალდებულებაც, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვაქვს ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა. 

1714137085

ლილე ლიპარტელიანი: რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ

„ერთი ერი ვართ ჩვენ, ერთი სამშობლო გვაქვს. სამშობლო პოლიტიკაა? არ არის პოლიტიკა. თქვენც და ჩვენც ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

1714136686

გიორგი გახარია: ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია

რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში და როგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია იქნება ერთმნიშვნელოვნად მწვავე და ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია , ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც ან ვერ აკეთებს ან შეიძლება არაფერს არ აკეთებს, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიციირებული და შემდგომ ამას ძალიან კარგად პიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს. - ამის შესახებ პარტია "საქართველოს" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

1714135611

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა.

1714135098

პრემიერი: კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1714134503

ირაკლი კობახიძე: როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხი 2022 წელს, ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს

ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ,  ჩაუფინონ ნეგატიური ფონი და დააშინონ ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1714134079

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა

2024 წლის 26 აპრილს, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა

1714133612

"ლელო": ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება

პარტია "ლელო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

1714133424

პრემიერი: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე "ენჯეოებმა" რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში - გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა

ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

1714133036

თიბისის მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით

თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება. 

1714132745

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი "სიმეტრია ჯიქია" შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება.

1714132442

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.

1714132243

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

1 მაისს, AD BLACK SEA-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი დიზაინის რამდენიმე  მიმართულებას გააერთიანებს: გრაფიკული დიზაინი, UX/UI , ილუსტრაციები და სხვა.

1714131864

ირაკლი ქარსელაძე: თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე  3 საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი

,,დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათ-ნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

1714131275

ირაკლი კობახიძე: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", იგივე "ნაციონალურმა ბუნდოვანებამ", გამოაქვეყნა ტყუილი, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში

საერთაშორისო გამჭვირვალობამ, იგივე „ნაციონალურმა ბუნდოვანებამ“, ამ ენჯეომ გამოაქვეყნა ტყუილი, იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1714130942

გიორგი ხახუბია: კონსტიტუციური კანონპროექტი მიზნად არ ისახავს ვინმეს უფლების შებღალვას, პირიქით, აძლიერებს ჩვენ ეროვნულ იდენტობას

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ლიდერებს, ყველა  იმ ადამიანს, რომელიც არის ინიციატორი და თანაავტორი ამ კანონპროექტების.  დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება აღნიშნულ კანონპროექტებს“, - განაცხადა  ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხახუბიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ზუგდიდში.

1714130282

პრემიერი: ორშაბათს, 29 აპრილს, გაიმართება ჩვენს მიერ დაანონსებული აქცია - კეთილი ინებონ და აქციები ჩაატარონ იმ დღეებში, როცა ამის საშუალება აქვთ, ეს არის სამშაბათი, ოთხშაბათი, შეიძლება ხუთშაბათიც

„თავის აქციებს მიხედონ, რომ ვერ კრებენ 300 კაცზე მეტს ყოველდღიურად და ვნახავთ ასევე როგორი იქნება ჩვენი აქციის შემადგენლობა. ძალიან ნერვიულობენ ჩვენს აქციაზე და ნერვიულობას უბრალოდ ვერ მალავენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ნუ ნერვიულობენ, სანერვიულო აქვთ, მაგრამ მე მოვუწოდებ მშვიდად შეხედონ ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში ეს მათ სიმშვიდეს მეტად წაადგება.  - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა.

1714129682

ირაკლი კობახიძე: 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას

ყველამ უნდა მიხედოს საკუთარ აქციებს, ჩვენ მივხედავთ ჩვენს აქციას, მათ მიხედონ საკუთარს. 300 კაცზე მეტს ვერ კრებენ და 300 კაცი საღამოობით კეტავს თბილისის ქუჩებს, რითაც იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 29 აპრილს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებას შეეხებოდა.

1714129486

პრემიერი: ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს

ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა თუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით უნდა ზრუნავდნენ მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბროს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს." - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

1714129269

პრემიერი: ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს

ვიზალიბერალიზაცია არის ხელისუფლების და ქართველი ხალხის მონაპოვარი და არა თუ ასეთი შანტაჟის ენით უნდა ესაუბრებოდეს ვინმე ხელისუფლებას და ქართველ ხალხს, არამედ პირიქით უნდა ზრუნავდნენ მაგალითად აშშ-ში უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვიღაცამ ესაუბროს ქართველ ხალხს შანტაჟის ენით. ქართველი ხალხის მიმართ შანტაჟის ენა რომ არ ჭრის, ეს გამოჩნდა 2022 წელს ძალიან კარგად და ეს ახლაც ძალიან კარგად ჩანს." - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

1714129269

პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არ დაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე

რაც შეეხება ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა ამ რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არ დაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. არავითარი ფასი ამ ყველაფერს არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.

1714129108