GE EN

მთავრობა

ნინო ვარდოსანიძე: კანონი, რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი, რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი, რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული

„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს და მის წარმომავლობასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მცდელობას, ბევრი ითქვა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს და განიხილება არაერთ, მათ შორის ევროპულ ქვეყანაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვათა შორის, უფრო მკაცრი მექანიზმებით და რეგულაციებით, ვიდრე ეს ქართულ კანონპროექტშია.  კანონისთვის სახელის ხელოვნურად დარქმევა, არის დიდი სპეკულაცია“,  -  განაცხადა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ,  ნინო ვარდოსანიძემ, საკრებულოს სხდომაზე.

1714154005

კახაბერ ლაბუჩიძე: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს განა აუცილებლად მივიღებთ, აუცილებელია, რომ მივიღოთ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს გაშმაგებით ებრძვიან ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ლიდერები, არავინ სხვა, და ისინი შანტაჟის ენით საუბრობენ“,  -  განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლაბუჩიძემ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.  

1714153639

ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ  ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

1714153369

ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში საქართველოს ბანკის Ads Manager-ს შეასწავლიან

საქართველოს ბანკის Ads Manager, უნივერსალური პლატფორმა ბიზნეს შეთავაზებების შექმნისა და გასავრცელებლად, ქართული საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროგრამაში მოხვდა.

1714153217

თინათინ ნიბლოშვილი ოპოზიციას: დღეს თქვენ ყველანი კოლექტიური მანქურთები, უსამშობლო ადამიანები ხართ, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებთ მთლიანად ერს

„საქართველოს მოქალაქეებო,  რომლებიც 29 აპრილს აქციაზე მოსვლას აპირებთ, ოპოზიცია „ბნელებს“, „წარსულს“, „მოსყიდულებს“, „მონებს“ გიწოდებთ. დღეს კი საკრებულოს სხდომაზე ხახვი და კარტოფილი მოიტანეს და ამით კიდევ ერთხელ მოგაყენეს შეურაცხყოფა. ამას ოპოზიცია იმიტომ აკეთებს, რომ თქვენი ეშინია, რადგან თქვენ თავის დროზე დაამთავრეთ ყველა ის ადამიანი ვინც დღეს თქვენზე ამას ამბობს“,  -  განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

1714152915

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

1714152413

ირაკლი ხელაძე: როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იგივე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა:

1714152161

ლევან არველაძე ოპოზიციას: თქვენ გადალახეთ ყველანაირი მორალური ზღვარი, თქვენი ბელადი იყო საბაჟოზე რუსებს რომ ხვდებოდა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ლევან არველაძემ პოლიტიკური განცხადებების დროს, ოპოზიცია სიცრუეში და ხელისუფლების მომხრეთა შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

1714151819

ეკა სეფაშვილი: არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციას გადახედოს - ყველა ის კანონი და პრაქტიკა, რაც დავნერგეთ ამ კუთხით, გამართულად მუშაობს

„ეს რეზოლუცია იყო ამ მოწვევის ევროპარლამენტის მორიელივით კუდის მოქნევის მცდელობა, რომ რამენაირად ავნონ საქართველოს და ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

1714151481

გიორგი ტყემალაძე: "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში მოხდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულება

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გახსნა და კოლეგებს რეგლამენტის დაცვისკენ და კორექტულობისკენ მოუწოდა.

1714143480

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის მცდელობა, უცხოურ ლობიზმში დახარჯული თანხის საშუალებით მოახდინონ რევოლუცია ქვეყანაში, ფუჭია - ქართული საზოგადოება ასეთ მარტივ მახეზე არ წამოეგება

„ოპოზიციის მცდელობა, უცხოურ ლობიზმში დახარჯული თანხის საშუალებით მოახდინონ რევოლუცია ქვეყანაში, ფუჭია,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე.

1714140115

მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის - გააფეტიშეს, მისგან გმირი შექმნეს

„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე იყო - მათი იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა და ის ყველას უნდა გაეზიარებინა.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

1714139668

პრემიერი: ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული - ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს

ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა მიხეილ სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

1714139258

ლევან ხაბეიშვილი: "პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე"

„პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული ქართველის ადგილი არის რუსთაველზე 28 აპრილს იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს.“-  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა 28 აპრილს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

1714138496

გახარია: ვინმეს თუ ჰგონია ჩვენზე უკეთესად შეძლებს “ოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ საპატიო პენსიაში, ძალიან ცდება

შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, როდესაც პრემიერი თავისი ნებით გადადგა მხარდაჭერის პიკში, სხვათა შორის, ყველაზე მაქსიმუმში და, ამასთან ერთად, დარჩა ისევ პოლიტიკაში, მოითმინა, რასაც ეს პატარა მშიშარა ბიჭები, ივანიშვილის მიერ გაგულიანებულები, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ?! ამას რატომ ვაკეთებ იცით? მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული ის შეცდომებიც და ის ვალდებულებაც, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვაქვს ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა. 

1714137085

ლილე ლიპარტელიანი: რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ

„ერთი ერი ვართ ჩვენ, ერთი სამშობლო გვაქვს. სამშობლო პოლიტიკაა? არ არის პოლიტიკა. თქვენც და ჩვენც ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ.“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას

1714136686

გიორგი გახარია: ევროპარლამენტარებს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენთვის არც სააკაშვილის თავისუფლებაზე და არც ივანიშვილის დასანქცირებაზე არ გადის საქართველოს ევროინტეგრაცია

რეზოლუცია, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ბრიუსელში და როგორც აღნიშნავენ, რეზოლუცია იქნება ერთმნიშვნელოვნად მწვავე და ეს დღეს “ქართული ოცნების” პირობებში ძალიან რთული, კომპლექსური საკითხია , ეს არის “ოცნების” ხელისუფლების ჩვეულებრივი უსუსურობა, რომელიც ან ვერ აკეთებს ან შეიძლება არაფერს არ აკეთებს, რომ მსგავსი რეზოლუციები საქართველოს მიმართ არ იყოს ინიციირებული და შემდგომ ამას ძალიან კარგად პიარულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად იყენებს. - ამის შესახებ პარტია "საქართველოს" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა. 

1714135611

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სამსახურისგან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრის მართვის გეგმა გადმოეცა

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სატყეო სამსახურისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყის ხანძრების მართვის გეგმა შემუშავდა.

1714135098

პრემიერი: კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული

კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1714134503

ირაკლი კობახიძე: როგორც ვერ დააშანტაჟეს ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხი 2022 წელს, ვერ გაჭრის ეს შანტაჟი ვერც წელს

ოდიოზურ ევროპარლამენტარებს აქვთ გათვლა იმაზე, რომ ოქტომბერში დაიწერება ევროკომისიის უარყოფითი დასკვნა მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და შესაბამისად, ცდილობენ,  ჩაუფინონ ნეგატიური ფონი და დააშინონ ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1714134079

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას შეხვდა

2024 წლის 26 აპრილს, ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა

1714133612

"ლელო": ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება

პარტია "ლელო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.

1714133424

პრემიერი: ორჯერ სცადეს გაუმჭვირვალე "ენჯეოებმა" რევოლუციის მოწყობა ქვეყანაში - გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი პირობა იმისა, რომ ჩვენ დავაჩქაროთ ეკონომიკური წინსვლა

ჩვენ დაგვჭირდება უახლოესი რამდენიმე წელი, რომ რაც შეიძლება მეტად დავუახლოვდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

1714133036

თიბისის მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით

თიბისის მობაილბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა - ახლა უკვე ნაკრების და სახელფასო ბარათის განახლება პირდაპირ აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. Მსგავსი ფუნქციონალები მობაილბანკში ადამიანებს ყოველდღიურობის გასამარტივებლად და ბაზარზე საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად ინერგება. 

1714132745

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი "სიმეტრია ჯიქია" შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი “სიმეტრია ჯიქია” შენდება.

1714132442