დღის სიახლეები

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა.
მთავრობა20:11 • 25 მაისი, 2025
მთავრობა

კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება გარე დავალებებით, რომ გარე აქტორებს, ვინც მტრობენ ჩვენს ქვეყანას, კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო მიეცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ქვეყანაში რაღაც პოლიტიკური დევნაა დაწყებული," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ზურაბ ჯაფარიძის დაკავებასა და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გააკეთა.
12:35 • 24 მაისი, 2025

11:48 • 24 მაისი, 2025

11:41 • 24 მაისი, 2025
პარლამენტი
პრემიერი

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
12:36 • 7 ოქტომბერი, 2023

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.
10:47 • 5 ოქტომბერი, 2023
სოცმედია

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი საუბრები გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გალღობაზე მიუთითებს.
6:17 • 17 მაისი, 2025
სხვა სიახლეები

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კომპანია "ბლექროკმა" შეიძინა "საქართველოს ბანკის" აქციები, ხოლო, გუშინ ვიგებთ, რომ ბანკმა, თავის რუს კლიენტებს შეუზღუდა თანხის დახარჯვა, მაშინ, როდესაც სახელმწიფოსგან ან ეროვნული ბანკისგან, მსგავსი არანაირი რეგულაცია არ ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა, ილია ინჯიამ განაცხადა.
11:31 • 24 მაისი, 2025

26 მაისი სახალხო დღეა, ჩვენი უახლოესი ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც ერთიანობით ნაბიჯი წინ გადავდგით. ეს დღესასწაული ქვეყნის მთავარ გამზირზე ყველამ ერთად უნდა აღვნიშნოთ. ამ დღეს როგორც ორგანიზატორები არცერთი პლატფორმის ფარგლებში არ ვიქნებით წარმოდგენილნი. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ დღეს ერთიანად ვიდგეთ ხალხთან და ამომრჩევლებთან ერთად. – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
10:14 • 24 მაისი, 2025

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული ღირებულებების დაცვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში
8:25 • 24 მაისი, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
8:13 • 24 მაისი, 2025