„ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

სეფაშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის შესახებ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინასწარი დათვლის შედეგები კვლავ არ გაყალბდება.

კელი დეგნანს ვურჩევ, რომ ისეთი ინფორმაცია მოიპოვოს, როგორიც საჭიროა. საარჩევნო მისიები ჩვეულებრივ მუშაობენ - ისინი ჩვენ მოვიწვიეთ, მით უმეტეს, გრძელვადიანი მისიები. იმედი მაქვს, რომ არჩევნებს პატიოსნად დააკვირდებიან და იგივე არ განმეორდება, როდესაც 2020 წელს ISFED-მა არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა. ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები

შეგახსენებთ,  პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.

ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელობა უნდა იყოს. 

როგორც პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. "მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა"

მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!".

კანცელარიასთან აქცია ისე დასრულდა, რომ პრემიერის ადმინისტრაციიდან ნიკა მელიას და არც სხვა პოლიტიკური ლიდერების მოთხოვნას, არავინ გამოხმაურებია.

ასევე,  საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო