საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრობს.

მიქანაძე აღნიშნავს, რომ კომიტეტზე იქნება ყველაფრის განხილვა, რასაც საზოგადოება ნახავს და თავად გამოიტანს დასკვნებს.

„კომიტეტზე გვექნება ყველაფრის განხილვა. საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს მარტივად თავისი არგუმენტებით და შესაბამისად გამოიტანს დასკვნებს. აბსოლუტურად ჯანსაღ, ჩვეულებრივ გარემოში უნდა წარიმართოს დებატები“- განაცხადა გივი მიქანაძემ.