ხომ იღებენ ეს ადამიანები რეალურად დონორი ორგანიზაციიდან თანხებს, ამ ფაქტის კონსატატიცია ხდება, მეტი არაფერი, ეს ყველაფერი მოგონილია, ცდილობენ პოლიტიკურ სპეკულაციებში გადაიყვანონ და სიტუაცია დაძაბონ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„მეგობრებო, მეც ნუ დამიჯერებთ, წაიკითხეთ კანონპროექტი და მარტივად შეიძლება ანალიზის გაკეთება. პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირის ელჩებს, მზად ვართ ღია პლატფორმა გავხსნათ და გავმართოთ დებატები რატომ არის პრობლემური. ერთი არგუმენტი ხომ შეიძლება იყოს მოყვანილი რატომ არის პრობლემა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება. აბსოლუტურად ვართ მზად ღია ფორმატში შედგეს დებატები და მოვისმინოთ არგუმენტები (თუ არსებობს) და ვიმსჯელოთ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.