ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ირაკლი სუთიძე დაიბადა 1954 წლის 2 აგვისტოს ზესტაფონში.

აამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1981 წელს.

1983-1986წწ. მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში; 1979 წლიდან მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში; ჰქონდა პერსონალური გამოფენები(1991, 1994, 1996, 1997, 1999, 2001); მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის გალერეებში და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

 მიღებული აქვს ჯილდოები - პრემია: 

1995 - თბილისის საშობაო საერთაშორისო ფესტივალის I პრემია, საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი1986 - საქართველოს მხატვართა კავშირის I პრემია, წლის საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი, სურათისათვის "მწემსების თაყვანისცემა"

პ.ს. ფოტო აღებული სოციალური ქსელიდან, მანანა გაბუნიას ფეისბუკგვერდიდან.