პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს.  

წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავდა 2023 წლის საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოში სტუმრად მყოფი მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიების,  სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.  დეპუტატები ასევე გაეცნენ უწყების მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.

 “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული უწყებაა.  მას შეუძლია დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრის განხორციელება და გააჩნია პირადი დაცვის, ესკორტირების, სპეციალური დანიშნულების, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური, ასევე  მომზადებისა და გადამზადების კარგად განვითარებული შესაძლებლობები.  ჩვენ კანონმდებლები ვზრუნავთ იმაზე, რომ სამსახურზე ხორციელდებოდეს ეფექტიანი ზედამხედველობა და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა სამსახურს ჰქონდეს პროდუქტიული საქმიანობისთვის საჭირო საკანონმდებლო და ფინანსური მხარდაჭერა” - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.