საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღეს საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდება. სავარაუდოდ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იქნება საუბარი. 

"დღეს, 14:00 საათზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი შეხვდება ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს." - ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას მედია არ დაესწრება.