საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. ამჯერად, სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე 3 000 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე და LED განათების სისტემა. დასკვნით ეტაპზე, სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე და რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

პროექტისათვის საბურთალოს რაიონის გამგეობიდან 1 300 000 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით და ბავშვების მოთხოვნით ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე ადგილზე გაეცნენ.