საქართველოს ეროვნული ნაკრები გამარჯვებას სიმღერით და ცეკვით აღნიშნავს. ვიდეოს ეროვნული ნაკრები სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა!

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა. მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა!

ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს კი 18 ივლისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.