მთავრობა

ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა.
1758211869

ჩვენი ოპონენტები მუშაობენ არა ხალხთან, არამედ მუშაობენ გარე სუბიექტებთან, ჩინოვნიკებთან, მათ ახარჯავენ ფულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ფარას“ მიერ „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამერიკული იურიდიული კომპანიის კონტრაქტის გამოქვეყნებას ეხებოდა.
1758208261

დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მობინადრეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
1758208106

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ღონისძიებაში. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
1758207635

არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის განუცხადა.
1758206317

თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
1758206077

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციური პარტიების მიერ უცხოეთში გამართულ ვიზიტებს ეხმიანება.
1758205573

ოპოზიცია ვერც არჩევნებს იგებეს, ვერც რევოლუციებს აწყობს ერთადერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხალხი არ უჭერს მხარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
1758205387

გეკა გელაძის ჩინეთში ვიზიტი არის ოფიციალური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
1758205272

მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი, საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსების მშენებლობას გეგმავს ოზურგეთში, გორში, გურჯაანში, ქობულეთში, ბაღდათსა და წნორში.
1758205157

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
1758204959

საქართველოში სახეზეა ყველაფერი, ყოველ საღამოს აქ არის „აკაცუკების“ დაჯგუფება, მოძალადეები, რომლებიც ყოველდღიურად შეურაცხყოფას აყენებენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს. გადაიღეთ და აჩვენეთ ყოვლედღიურად მათი ქმედებები და პარალელიც ძალიან მარტივია. -ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დონალდ ტრამპის მიერ მემარცხენე მოძრაობა ANTIFA-ს ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გადაწყვეტილების შესაძლო პარალელებზე საუბრისას.
1758203035

დაბა სურამის ცენტრალურ სკვერში მულტიფუნქციური ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი გაეცნო.
1758202234

რაც უფრო შორს იქნებიან ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს ადამიანები აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას და შანტაჟს იმის გამო, რომ ჩვენ ხარაკირი არ გავიკეთეთ, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩეხეთის მთავრობის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხს.
1758201461

2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უნგრეთის ახლადდანიშნულ ელჩთან, პეტრა პონევაჩ-პანასთან. მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
1758199380

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების ბრიუსელში ვიზიტის მიზანი მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ისინი „საქართველოსთვის სასიკეთოდ არ მიდიან“.
1758199281

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნაციონალური მოძრაობის მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავების ფაქტს გამოეხმაურა.
1758198882

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა. საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ასევე მთავრობის და პარლამენტის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, ენერგეტიკის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
1758198467

2025 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩთან, სალი-ენ ვინსენტთან.
1758198420

დედაქალაქის მერის თქმით, UFC-ის ჩემპიონ ხამზატ ჩიმაევთან დიდი ხანია მეგობრობს, თუმცა, მისთვის „ფერარი“ არ უჩუქებია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.
1758198085

გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
1758197479

გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
1758197479

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძე განცხადებას ავრცელებს.
1758196751

სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ უამინდობის გამო 22-23 სექტემბერს გაიმართება. ულამაზესი საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მთიანი აჭარა თავისი კულტურით, კულინარიით, ტრადიციებითა და რეწვის დარგებით იქნება წარმოდგენილი.
1758196399

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.
1758196187