ნაცების  და ენჯეოების 4 ტყუილი! 
გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეები დილიდან ამ ბანერს ავრცელებენ. ამ ლოგიკისგან დაცლილ პოსტულატებზე პასუხი მარტივია  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს. 


1.⁠ ⁠ამერიკაში და ისრაელში,  ახლა უკვე ევროდირექტივით, ხოლო საფრანგეთში ინიცირებული პროექტით, ეს ქვეყნებიც   რუსულ კანონს ამკვიდრებენ? 
2.⁠ ⁠⁠რატომ არის საერთაშორისო მეგობრობა წინააღმდეგი, რომ  ჩვენი ქვეყნის  საკეთილდღეოდ გამოყოფილი მათი  ფონდები იყოს გამჭვირვალე,  რამე დასამალია?
3.ევროკავშირი საბჭოთა კავშირი არ არის და ქვეყნების სუვერენიტეტს პატივს სცემს 
⁠4.მეგობრები ზემოდან  არ გიყურებენ და თანასწორად გიღებენ, ამიტომ რაც მათთან კანონია ჩვენთან ვერ იქნება რუსული - წერს ნინო წილოსანი.

ცნობისთვისსაპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ,  რასაც არასამთავრობო სექტორის ნაწილი არ ეთანხმება. სავარაუდოდ კანონპროექტზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში შემდეგ კვირას დაიწყება.