საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარ არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

რომელ პოლიტიკურ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში? - ამ კითხვაზე რესპონდენტების პასუხები ასე განაწილდა (დასაშვებია იყო ორი პოლიტიკური პარტიის დასახელება):

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 31.1%
ქართული ოცნება - 27.9%
პატრიოტთა ალიანსი - 13.1%
გირჩი - მეტი თავისუფლება/დროა - 11.7%
ევროპული საქართველო - 10.9%
კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფო - 10.5%
ახალი - 9.8%
ლელო საქართველოსთვის - 9.7%
გირჩი - 8.3%
ლეიბორისტული პარტია - 8.2%
კანონი და სამართალი - 7.4%
ხალხის ძალა - 6.1%
მოქალაქეები - 6.0%
რესპუბლიკური პარტია - 5.9%
ერი (ერთობა რაობა იმედი) - 5.8%
ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა - 5.7%
საქართველოსთვის - 5.1%
სამართლიანობისთვის - 4.6%
ხალხისთვის - 3.0%
სხვა პარტია - 0.1%
არ ვიცი - 12.6%
უარი პასუხზე - 5.4%
არ არსებობს ასეთი პოლიტიკური პარტია - 4.7%

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს სრულწლოვან (18 წლის და მეტი ასაკის) მოსახლეობაში. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ყველა რეგიონში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). შემთხვევითი შერჩევის წესით გამოიკითხა 1601 რესპონდენტი. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. მთლიანი მოცულობისთვის შერჩევის ცდომილება შეადგენს + - 2.4%-ს, 95%-იანი სანდოობით. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც უარი განაცხადა კვლევაში მონაწილეობაზე, არის 20.9%. შესაბამისად, გამოპასუხების სიხშირე არის 79.1%. საველე სამუშაოები ჩატარდა 2024 წლის 1 - 10 აპრილის შუალედში.

 P.S. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კითხვა კვლევაში არ არის, რადგან კვლევის მიმდინარეობისას, ის დაინიციირებული არ ყოფილა.