საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზეა! საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა.

"დინამოს" სტადიონზე მატჩს თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.

კალაძე და კობახიძე ქართველი ფეხბურთელების გამარჯვებით ატირდნენ.

მატჩს უდიდესი ღირებულება ჰქონდა – გამარჯვებული ევრო 2024-ზე ითამაშებდა. მეტად დაძაბულ და ხისტ მატჩში საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს დარჩა.

გიორგი მამარდაშვილმა ერთი მოიგერია, ერთიც ბერძნებმა ააცილეს და ისტორია დაიწერა – საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავიდა!

ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს კი 18 ივლისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.

p.s. ვიდეოს თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ეკა ჯოჯუა ავრცელებს.