GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

ბერნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

2025 წლის 21 მაისს, ბერნში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება. 

7:27 • 24 მაისი, 2025

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

12:36 • 7 ოქტომბერი, 2023

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

10:47 • 5 ოქტომბერი, 2023

სოცმედია

Euronews: საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს ტირანას სამიტზე ესაუბრა, რაც ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობაზე მეტყველებს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების  სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი საუბრები გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გალღობაზე მიუთითებს.

6:17 • 17 მაისი, 2025

სხვა სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: ძალიან კარგად იცის ირაკლი ოქრუაშვილმა და გირჩი ჯაფარიძემაც, რომ მათგან არანაირი გმირი არ გამოვა და ამას არც არავინ შეუფასებს პოზიტიურად, მათივე ამომრჩეველიც კი

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, პრინციპში, განსხვავებული არაფერი არ არის და ოპოზიციაში ერთ წრეზე ტრიალებენ თავიდან ბოლომდე, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აფასებს ოპოზიციის ლიდერთა განსხვავებულ გადაწყვეტილებებს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადახდა-არგადახდასთან დაკავშირებით და რა სტრატეგიაა გირაოს გადაუხდელობა და ციხეში წასვლა.

6:04 • 24 მაისი, 2025

შალვა ნათელაშვილი: ქვეყანაში უნდა აშენდეს პარტიული სისტემები, რადგან არჩევნების წინ შექმნილი ბლოკები და კოალიციები ივაჭრებენ, სიებში ადგილებს გაიყოფენ, პარლამენტში შევლენ, დაიშლებიან და ისევ ახალ წრეზე წავლენ

ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ პაატა ბურჭულაძეს, გვაქვს მასთან აზრთა ურთიერთგაცვლა, – ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რატომ არ ჩანს „ლეიბორისტული პარტია“ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმაზე ან პაატა ბურჭულაძესთან, იყო თუ არა მათი მხრიდან შემოთავაზება და სად არის პირველი ლეიბორისტი, რომლის ოფისის უკანა ეზოც ერთ დროს ოპოზიციის მთავარი თავშეყრისა და პოზიციების გაზიარების ადგილი იყო.

5:53 • 24 მაისი, 2025

საბა ბუაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, მიხეილ კაკაურიძე გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან - მან დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა "ქართულ ოცნებას" კვორუმის შექმნაში

მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა,  დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან - ამის შესახებ "ლელოს" წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს. 

5:17 • 24 მაისი, 2025

სოზარ სუბარი: 26 მაისის წინ, როდესაც ოპოზიციას გაცხადებული აქვს ალტერნატიული აქციების მოწყობა, ამერიკის საელჩოსგან, მინიმუმ, განმარტება უნდა მოვისმინოთ, თუ რას შეეხებოდა ოპოზიციასთან შეხვედრა

  ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სხვადასხვა საელჩოში გამართული კონსულტაციები შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და განაცხადა, რომ ეს ცხადყოფს იმას, რომ უცხოელი აქტორების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა კვლავაც გრძელდება.

18:32 • 23 მაისი, 2025