საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთი განკარგულება გამოაქვეყნა, რომელიც 2024 წლის 23 მაისით არის დათარიღებული. ირკვევა რომ პრეზიდენტმა, 2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინებაზე, ორი განკარგულებაა გამოსცა.  

53 კაციანი სიიდან,  პირველი განკარგულების მიხედვით მხოლოდ 34 ადამიანს ერგო ღირსების ორდენი, ხოლო მეორე განკარგულების მიხედვით ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 6-ს წარმომადგენელს. 

საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 23 მაისის №23/05/01 განკარგულებით ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ: 

მიხეილ აბრამიშვილი - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტიგიორგი ბჟალავა - - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი  თენგიზ გულბანი - - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი  დევიდ ვები - - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასისტენტი მწვრთნელიგიორგი ჩანგელია - - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმიდავით ხარაბაძე - - საქართველოს ვაჟთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი

ღირსების მედლით დაჯილდოების საკითხი 2024 წლის 13 ივნისს თბილისის მერის კახა კალაძის გაკეთებული განაცხადების შემდეგ გახდა აქტუალური - პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენით დაჯილდოების მიმართვას

რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, დაჯილდოების გადაცემის ცერემონია სექტემბერში გაიმართება  

პ.ს. გუშინ, "აიპრესმა" ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთი განკარგულებიდან გამოაქვეყნა სტატია სათაურით, პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა

დღეს, კახა კალაძემ განაცხადა,  - ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ პრეზიდენტის ასეთი ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერთადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს

რასაც პრეზიდენტი ადმინისტრაციამ განცხადებით უპასუხა: ცდილობენ მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ - ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში

 ასევე, ადმინისტრაცია აცხადებს, რომ "ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი". თუმცა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ამ დროისთვის გამოქვეყნებულ ორ განკარგულებაში არ იძებნება ჯილდოზე წარდგენილი ყოფილი ფეხბურთელი,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და სიაში მყოფი საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრების 12  პერსონალი. 

ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის გაგზავნილი სიია