„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები. დაეჯერება თუ არა პოლონეთის ექს პრემიერ-მინისტრსა და ავტორიტეტულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს? არიან თუ არა მარიუშ კამინსკი და მაციაშ ვასიკი - პოლიტპატიმრები?

ხომ არ გვაქვს ადგილი ისეთ შემთხვევასთან, რომელიც საქართველოსთვის მიცემულ „9 რეკომენდაციაშია“ მოყვანილი, როგორც „ევროკავშირის ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია“? სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების ფორმატში, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს: 1) შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის „ფასეულობათა“ ნუსხაში და 2) თუ ეს დეზინფორმაციაა, რა სასჯელი ელის პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს“, - წერს დავით ქართველიშვილი.