GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

თელავში, ყოფილი ცოლის დაჭრასა და მისი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

1714125265

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

ევროპარლამენტარი: მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას

ევროპარლამენტარი  მიხაეილ გალერი მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.

1713936492

სხვა სიახლეები

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე,  სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ 1 პირის მიმართ  დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საგამოძიებო განყოფილების ყოფილი უფროსის მიმართ დაიწყო.

1714114411

ნიკო კახეთელიძე: ოპოზიციაში სჭირდებათ არეულობა და დესტაბილიზაცია - ეს პროცესი ემსახურება მხოლოდ ამას! მჯერა საქართველოს მოქალაქეების, არ აჰყვებიან ავანტიურას და არ ჩააგდებენ საფრთხეში ქვეყნის ევროპულ მომავალს

საკითხი მარტივად გადამოწმებად ფაქტებს ეხება. ვიზალიბერალიზაციის უკან წაღებას ოცდაშვიდი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამას საფუძველი სჭირდება რეზოლუცია შეიძლება გახდეს ამ პროცესის სამართლებრივი საფუძველი? არ შეიძლება. რადგან რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაცია და ცხელთავიანების ემოციებზე ზემოქმედების საშუალება. - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გარემოდ დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნიკო კახეთელიძე სოციალურ ქსელში. 

1714109655

კახა კალაძე: ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას

 დღეს, ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას, რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობას და სიმართლეს ეფუძნება. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

1714064109

კალაძე: ევროპარლამენტმა ქართველ ხალხს გვითხრეს, გავათავისუფლოთ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში წამების, მკვლელობის და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა

"ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი. კრიმინალი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში წამების, მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, ადამიანების ჩაგვრისა და გაუპატიურების მანკიერი სისტემა შექმნა. თურმე უნდა გავათავისუფლოთ სააკაშვილი, რომელმაც ტერიტორიების 20 პროცენტი შეგნებულად, მიზანმიმართულად ჩამოაჭრა საქართველოს და ქვეყანა სიღარიბის ჭაობში ჩააგდო." - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

1714062875