GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

შალვა პაპუაშვილი: "გახარია საქართველოსთვის" პარლამენტის სესიების ნახევარზე მეტი აქვთ გაცდენილი, მანდატები შეუწყდებათ - ვეღარაფერს გამოასწორებენ

„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტის სესიების ნახევარზე მეტი აქვთ გაცდენილი. დადგა გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ, განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და მათ მანდატები შეუწყდებათ. – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

10:17 • 29 მაისი, 2025

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

12:36 • 7 ოქტომბერი, 2023

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

10:47 • 5 ოქტომბერი, 2023

სოცმედია

Euronews: საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპელ ლიდერებს ტირანას სამიტზე ესაუბრა, რაც ევროკავშირთან ურთიერთობების დათბობაზე მეტყველებს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების  სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი საუბრები გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გალღობაზე მიუთითებს.

6:17 • 17 მაისი, 2025

სხვა სიახლეები

პრემიერი: ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული

ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

9:18 • 29 მაისი, 2025

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე

ჩვენი ერთგულება ევროპული ინტეგრაციის მიმართ მტკიცეა, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ღირსებასა და სუვერენიტეტს, ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები და არც ჩვენს იდენტობას გავცვლით პოლიტიკურ კეთილგანწყობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

9:16 • 29 მაისი, 2025

პრემიერი: საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით

საქართველოს სულმა მრავალ ომსა და საუკუნეების განმავლობაში არსებულ ოკუპაციას გაუძლო და დავრჩით მაინც გაუტეხელნი, ქართველებად დავრჩით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

9:13 • 29 მაისი, 2025

ირაკლი კობახიძე: გვეამაყება ჩვენი ქრისტიანობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაცავად, რადგან ვიცით, როდესაც ერი კარგავს თავის ეროვნულ იდენტობას და რწმენას, ის კარგავს საკუთარ თავს

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიდგე დღეს თქვენ წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი სუვერენიტეტი და იდენტობა, ყველა უნდა ადიდებდეს უნგრეთის გამორჩეულ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლების და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა. , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

8:56 • 29 მაისი, 2025