დღის სიახლეები

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა.
მთავრობა20:11 • 25 მაისი, 2025
მთავრობა

ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
9:18 • 29 მაისი, 2025
პარლამენტი
პრემიერი

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
12:36 • 7 ოქტომბერი, 2023

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.
10:47 • 5 ოქტომბერი, 2023
სოცმედია

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თბილი საუბრები გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების გალღობაზე მიუთითებს.
6:17 • 17 მაისი, 2025
სხვა სიახლეები

"ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობას რეგიონებში. დღეს ვიმყოფებით შიდა ქართლში, მოვინახულეთ მიმდინარე სამუშაოები. რამდენიმე ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული შეფერხებები და პრობლემები, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას. ჩვენ მუდმივ მონიტორინგზეგვექნება ეს საკითხი, მინდა გავაფრთხილო კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიები, რომ მიდგომა იქნება ძალიან მკაცრი. ერთ-ერთი ბაღის ობიექტზე ჩავედით გაფრთხილების გარეშე, ამ სახის ინსპექტირებას გავაგრძელებთ მუდმივ რეჟიმში“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ შიდა ქართლში მიმდინარეინფრასტრუქტურული პროექტების ადგილზე გაცნობისას.
8:40 • 29 მაისი, 2025

საქართველოში პოლონეთის საელჩო პოლონეთის მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ, არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკს.
8:32 • 29 მაისი, 2025

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
8:19 • 29 მაისი, 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
8:08 • 29 მაისი, 2025