„გუშინ აქტიურობდნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. გუშინ აქციაზე, უტიფრობის საზღვარიც ხომ არსებობს, ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რა გააკეთა 2011 წელს, მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე ადამიანის ცხედარი განათავსეს უტიაშვილის პირდაპირი მითითებით, ეს მისი იდეა იყო, იმიტაცია გააკეთეს უბედური შემთხვევის და ეს სამარცხვინო შოთა უტიაშვილი, მის ცოლთან ერთად, რომელიც მაშინ "აპრავებდა" ე.წ. დამოუკიდებელი მედიიდან, კრიტიკული მედიიდან, გუშინ იდგა ამ აქციაზე. ეს არის უტიფრობის,  უსაზღვრობის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე. გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები - აკერმანის შეგირდებმა ასეთი ტრუკებით მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც იმ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი, თუმცა ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია, რომ ასეთმა იაფფასიანმა ტრუკებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს. 

მინდა, გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოებულ ფსევდოევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით, ღიმილის მომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილის მომგვრელია, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური იმისა, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია. გუბაზ სანიკიძის და ლკევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის ღიმილის მომგვრელი“, -  ასე ფასებს პრემიერმინისტრი დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ