ყველაფერზე ლაპარაკობენ კანონის გარდა და ჰგონიათ, რომ თუ ხმამაღლა იხავლებენ, ამით გადაფარავენ შინაარსს, მაგრამ ვერ გადაფარავთ. საქართველო არის ევროპაში. იყვირეთ, იყვირეთ, ეგ არის თქვენი დავალება. კი, ბატონო! , - ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მანვე ოპოზიციას 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევა გაახსენა და აღნიშნა, რომ ყველა გასასვლელის ჩაკეტვით მათ არ მისცეს ხალხს გაქცევის საშუალება, რათა უსასტიკესად დაესაჯათ ქართველი ხალხი და სწორედ ამიტომ ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილი მიუჩინა ისტორიის სანაგვეზე.

"ლაპარაკობთ მიტინგზე, ძალიან კარგად გვახსოვს ამ პარლამენტის წინ მოკლული 2 ადამიანი, რომლებიც შემოდეს მაღაზიის თავზე, ხოლო შემდეგ ერთ-ერთის მეუღლეს უთხრეს, თუ ხმას ამოიღებ შენს მოკლულ ქმარზე, შენს შვილს, რომელიც ციხეშია, მოვკლავთ და იმასაც სახლში მოგისვენებთო. ხმა ვერ ამოიღო იმ დედამ. აი, ესა ხართ თქვენ! ადამიანები, რომლებიც ქუჩაში ადამიანებს კლავენ და შემდეგ მაღაზიის თავზე დებენ! ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი ლიდერი, თქვენი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი როგორ ითხოვდა ორ გვამს და შემდეგ შეუსრულეს, კრაილაშვილი დახვრიტეს და ოთანაძე ძლივს გადარჩა, ორი გმირი ადამიანი.

გუშინ დევი ჭანკოტაძე, თქვენი გენერალი ლაპარაკობდა, რომ შეიძლება ადამიანი მოკვდესო, ლაპარაკობდა ადამიანი, რომელიც ზარბაზნებს ესროდა ამ შენობაში მყოფ ხელისუფლებას და დღეს ქალბატონი ხერხეულიძე იმ ადამიანის გვერდით ზის, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას ესროდა ზარბაზანს და დღეს, ის ადამიანი იმუქრება მკვლელობით.

კარგად გვახსოვს ის 26 მაისი, მე 9 აპრილს აქ ვიდექი, როდესაც საბჭოთა იმპერიის ყველაზე სასტიკმა სპეცრაზმმა დაგვარბია და აქ იდგნენ ჩემი კოლეგები, ირაკლი ქადაგიშვილი ხელმძღვანელობდა მიტინგს და მაშინაც კი არ გადაუკეტიათ ყველა გასასვლელი, რაც თქვენ გააკეთეთ 26 მაისს, გადაკეტეთ, რომ ვერავინ ვერ გაქცეულიყო, რომ დაგესაჯათ უსასტიკესად ქართველი ხალხი. ამიტომაც არის, რომ ქართველმა ხალხმა თქვენ მიგიჩინათ ადგილი ისტორიის სანაგვეზე“, - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა რუსულ კანონს". გუშინდელ აქციაზე დაანონსდა, რომ დღევანდელი საპარლამენტო მოსმენის პარალელურად აქცია კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტთან სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ