წავიკითხე კანონი.
ვერაფერი მსგავსი ვერ ამოვიკითხე რაც დაგვაშორებს ევროკავშირს.
რა თქმა უნდა პრობლემა საკუთარ თავში ვეძებე და ვკითხე ამ კანონის მოწინააღმდეგე ჩემს კვალიფიციურ მეგობრებს. (იურისტებს, ჟურნალუსტებს და ა. შ.), სამწუხაროდ ვერანაირი პასუხი გარდა ზოგადი განცხადებებისა ვერ მივიღე. - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი  ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

"რაც ამ კანონში ამოვიკითხე არის ის რომ ჩვენს მატყუარა მედიასაშუალებებს შეუმცირდებათ დაფინანსება, ვინაიდან არც ერთ დონორს არ სურს სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან ასოცირება.
ჩვენი მეგობარი ქვეყნები წუხან ამაზე, ვინაიდან დღეს ასოცირდებიან განსხვავებულ აზრთან და კრიტიკასთან, ხოლო გამჭვირვალობის კანონით მათი ასოცირება მოხდება სიცრუესთან და გადაუმოწმებელ ინფორმაციასთან.
მოკლევადიანში ეს შეიძლება ცუდი იყოს, ვინაიდან ავტომატურად შეიზღუდება ყვითელი თუმცა მაინც “განსხვავებული” აზრი, თუმცა გრძელვადიანში ვიმედოვნებ რომ მათი ინფორმაციის ხარისხი გაიზრდება და არანაირი პრობლემა დაფინანსებისაც არ იქნება.

შეიზღუდება პოლიტიკური მოტივებით, წინა საარჩევნოდ შექმნილი არასამთავრობოები, რომელიც ძირითადად მავნებლობებით არის დაკავებული.

ამ კანონის შედეგად, მედია გახდება ბევრად უფრო კვალიფიციური.
არასამთავრობოებს მოუწევთ ბევრად უფრო ვიწრო პროფილური და კვალიფიციური სერვისების გაწევა.
ამ კანონს ევროინტეგრაციასთან ა რ ა ნ ა ი რ ი კავშირი არ აქვს.
ჩვენ ევროპა ვართ!
რუსეთი ოკუპანტია!
აი ია
მადლობა. 
ნახვამდის." - წერს ვიქტორ წილოსანი. 

შეგახსენებთ,  საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს . 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე განცხადება გაავრცელა. 

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. - "ამოვიდა ყელში ერთი, მივეცი ცხვირ-პირში რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს ფეხქვეშ!"

 საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო

გერმანიაში პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვედრა გაიმართა. სადაც ოლაფ შოლცმა განაცხადა: დიდი იმედი გვაქვს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას

საქართველოს პრემიერმინისტმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხადა: ყველას მოვუწოდებ, წაიკითხონ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონი და გვითხრან, კონკრეტულად რა არ მოსწონთ - ღია ვართ დისკუსიისთვის

 2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ